მთავარიმსოფლიოევროპაბრექსიტის შედეგები - ევრონიუსის გამოკითხვა ევროპაში

ბრექსიტის შედეგები – ევრონიუსის გამოკითხვა ევროპაში

შეცვალა თუ არა ბრექსიტმა ევროკავშირის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება

მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ინგლისშიც მოქალაქეების ნაწილი შიშით უყურებს თავისი ქვეყნის მომავალს.

შეცვალა თუ არა ბრექსიტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. ამის გასარკვევად ევრონიუსმა გამოკითხვა ჩაატარა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.

ახლო მომავალში რომ ჩატარდეს რეფერენდუმი,  რა გადაწყვეტილებას დაუჭერდით მხარს?

აღმოჩნდა, რომ ოთხივე  ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში დარჩენა სურს.

საფრანგეთსა და იტალიაში მოსახლეობის  61%-იანი მხარდაჭერაა, მცირეოდენით მეტია გერმანიაში, ხოლო ყველაზე დიდი მაჩვენებელი 84% ესპანეთშია.

კითხვაზე რამდენად კეთილგანწყობილი არიან ევროპის ქვეყნები ევროკავშირის მიმართ?

აღმოჩნდა, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს აქვს კეთილგანწყობა ევროკავშირის მიმართ.

უფრო დიდი მხარდაჭერაა,  50 და 65 %-ია იტალიასა და ესპანეთში. ესპანეთში მოსახლეობის მხოლოდ 9% არის ევროკავშირის მიმართ ნეგატიურად განწყობილი.

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობაში ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესუსტება შესაძლოა გამოწვეული იყოს დიდი ბრიტანეთის მიერ წარმართულმა ვაქცინაციის პროგრამამ, რომელიც გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებული და ერთიანი ქმედებები.

სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ, როდესაც 2016 წელს ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი?

საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილს მიაჩნია, რომ ბრექსიტის მხარდაჭერით დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ შეცდომა დაუშვა. მხოლოდ იტალიის მოსახლეობის დიდი ნაწილი – 43% ფიქრობს, რომ ბრიტანელებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს.

ბრექსიტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 5 წელი გავიდა და მის მიერ გამოწვეული შედეგები ჯერ კიდევ იგრძნობა ევროპის ქვეყნების ქუჩებში. ევროპელ მოქალაქეებში ბრექსიტმა ბევრი კითხვა გააჩინა.  თუმცა  ერთი რამ ნათელია, ევროპა დღეს სრულიად განსხვავებულია , ვიდრე  2016 წელს იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend