რუსთაველის თეატრის დასი რუსეთში ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე დღეში გაემგზავრება.
30 ივნისს, 1 და 2 ივლისს რუსთაველის თეატრი სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ “მოსსოვეტის” სცენაზე შეასრულებს. საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრი მოსკოვში ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა მიიწვია, რომელსაც ძირითადად რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს.
დასის ამ გადაწყვეტილების გამო საზოგადოებაში დისკუსია არ ცხრება.
დასის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფესტივალი საერთაშორისოა და ამიტომაც იღებენ მასში მონაწილეობას.
მოსკოვის სცენაზე დასის გამოსვლის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტი რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციაა.