საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
როგორც სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება 1 ივლისიდან ამოქმედდება.