მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაკლასიკური მუსიკის კონცერტი მდინარე ვლტავაზე

კლასიკური მუსიკის კონცერტი მდინარე ვლტავაზე

ივნისში ჩეხეთის ეროვნულმა თეატრმა 140 წლის იუბილე იზეიმა.

თეატრი პირველად 1881 წელს გაიხსნა. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო გასული წლის განმავლობაში მან ეკონომიკური ზარალი განიცადა.

ეროვნუმა თეატრმა ოპერისა და მუსიკის მოყვარულები ღია ცის ქვეშ, მდინარე ვლტავაზე გამართულ კონცერტზე მოიწვია, სადაც დასწრება უფასო იყო.

მაღალტექნოლოგიურ ნავზე განთავსებულმა ორკესტრმა მდინარე ვლტავას გაყოლებაზე რამდენიმე ადგილას დაუკრა.

ნავ „ბელა ბოჰემიას“ ელექტროძრავი აქვს, შესაბამისად, ორკესტრის შესრულება კარგად ისმოდა. კონცერტს მოსახლეობა სანაპიროებიდან, კუნძულებიდან და სხვა პატარა ნავებიდან ადევნებდა თვალს.

ორკესტრმა სხვადასხვა ნაწარმოები შეასრულა, მათ შორის ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „აიდა“ ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, მასკანის „სოფლის ღირსება“ და პუჩინის „ბოჰემა“.

„ჩვენი მიზანია, რომ დიდხნიანი პაუზის შემდგეგ ეროვნული თეატრი ხალხს დაუბრუნდეს. ასევე ხალხს მოვუწოდებთ, ეწვიონ თეატრებსა და ოპერას“.  – ამბობს ვლადისლავ ბენესი, ჩეხეთის ეროვნული თეატრის მსახიობი.

[br]მევიოლინე პავლა მიჩალოვას მიაჩნია, რომ თეატრის პოპულარიზაციისთვის, ეს შესანიშნავი გზაა. ჩეხეთის ეროვნული ოპერის ხელმძღვანელი ბოჰდანა მალიკი კი მოხარულია, რომ ხალხს შესრულების მოსმენა კვალვ შეუძლია.

„ეს არაჩვეულებრივია! დიდი ხნის შემდეგ ხალხს კვლავ შეუძლია ოპერის მოსმენა. ამჯერად ნავზე! მგონია, რომ ეს სეზონის მშევენიერი დასასრულია და იმედი მაქვს, ამ ფორმატში ბოლოჯერ არ შევხვდებით“, – ამბობს პავლა მიჩალოვა.

ეროვნული თეატრის პროგრამა ივნისში მთავრდება. თეატრი საზაფხულო შესვენების შემდეგ სექტემბერში გააგრძელებს მუშაობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend