ბათუმელი სპორტსმენების მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. აქციის ორგანიზატორები ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის პიკეტირებას აპირებენ, თუ ქუთაისის სასამართლო ძმებ წულუკიძეებისა და ჭელიძეების საქმესთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სპორტსმენები რიონის ხეობაში “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, დაახლოებით 2 თვის წინ დააკავეს.