მთავარისაქართველოსაგამოძიებო კომისიის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მოუსმენენ

საგამოძიებო კომისიის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მოუსმენენ

31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უპასუხებს.

საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე ახსნა-განმარტებებს პროკურატურის წარმომადგენლებისგანაც მოისმენს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა.

მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.

საგამოძიებო კომისიის წევრების შეფასებით, გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend