„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებისთვის პროტესტის გასაგრძელებლად შეთავაზებული 13-ვე ადგილი მიუღებელი აღმოჩნდა.
აქციის მონაწილეებმა ალტერნატიული ადგილები დაათვალიერეს და თქვეს, რომ ყველა ეს ტერიტორია პროტესტის გასაგრძელებლად მოუხერხებელია და მათთვის საფრთხის შემცველია.
მათივე განცხადებით, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას მოითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლების პასუხია რომ ტერიტორია კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს. გუმათში პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მხარეები ახალ შეთანხმებას არ მიაღწევენ.