პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ საარჩევნო რეფორმას.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს: ცესკოს წევრთა რაოდენობის ცვლილებას;
მათი არჩევის წესის ცვლილებას; პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. კანონპროექტში არ არის ასახული კონკრეტული მექანიზმები, რაც ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების დანერგვას უკავშირდება.
„შარლ მიშელის შეთანხმების” შესაბამისად, საარჩევნო რეფორმის კანონპროექტში ჩადებულია უბნების 10%-ის ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნა.