მთავარიაზიაირანისაპრეზიდენტო არჩევნები ირანში

საპრეზიდენტო არჩევნები ირანში

დღეს, 18 ივნისს,  ირანში ამომრჩევლები არა მარტო ქვეყნის პრეზიდენტსა და ადგილობრივი საბჭოს წევრებს აირჩევენ,  არამედ მათ უნდა განსაზღვრონ, თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა.

თანამდებობის დაკავებას 4 კანდიდატი ცდილობს. ბევრს მიაჩნია, რომ მათ არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დაბალ აქტივობას ელიან.

ბიოლოგი და მკვლევარი საჯედე ჰაჯი ალი ამბობს, რომ ყველას სიურპრიზი ელის. მთელ მსოფლიოში ირანელი ხალხი იმით გამოირჩევა, რომ წინასწარ არავინ იცის, რას მოიმოქმედებს. მისი აზრით, ბოლო მომენტში ისინი გადაიფიქრებენ და მივლენ არჩევნებზე.

საჯედეს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობრივ მოვალეობაზე მეტია – ეს რელიგიური მოვალეობაცაა. როდესაც სულიერი ლიდერი განკარგულებას გამოსცემს, ყველა მის მიმდევარს სწამს, რომ მისი შესრულება აუცილებელია.

 

ეს ლიდერი კი ირანის აიათოლა ალი ხამენეია. იგი ირანელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მას მიაჩნია, რომ ქვეყნის ბედი ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს ეკონომიკა, კულტურა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა თუ სხვა, დამოკიდებულია ირანელ ხალხზე. მას სჯერა, რომ ირანელები თავიანთ მოვალეობას ღმერთის ნებით პარასკევს აღასრულებენ.

ირანელები ხმის მისაცემად მივლენ, ძალაუფლება კი რჩება ირანის სულიერ ლიდერს, რომელიც უკვე 3 ათწლეულის განმავლობაში მართავს ქვეყანას.

ახლა იგი 82 წლისაა, ამიტომ მისი მემკვიდრის საკითხიც დღის წესრიგში დადგა.

ირანულ მედიაში მიაჩნიათ, რომ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ულტრაკონსერვატორმა ებრაჰიმ რაისმა. მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყანა თავიდან აიცილებს იმ კრიზისს, რომელმაც შესაძლოა ქვეყანა კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს.

საპრეზიდენტო არჩევნებს ირანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend