მთავარი აზია ირანი საპრეზიდენტო არჩევნები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

საპრეზიდენტო არჩევნები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

ფავორიტად ქვეყნის სულიერ ლიდერთან დაახლოებული საპრეზიდენტი კანდიდატი , ებრაჰიმ რაისი ითვლება

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 59 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველია.

მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი 80 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საარჩევნო სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთებთან რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 42 % – ს ელიან, ეს კი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

“არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, სასურველი იქნებოდა, რომ რეგისტრაციის დღიდან პრობლემები არ ყოფილიყო და უფრო მეტი ამომრჩეველი მოსულიყო საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად”, – აცხადებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი.

საარჩევნო პროცესში რეგისტრირებული მოსახლეობის შედარებით დაბალი რაოდენობის გამო ბევრი შიშობს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა შედეგად სამოქალაქო ხელისუფლების მაგივრად, სულიერი ლიდერის მიერ კონტროლირებად მმართველობის სახეობაზე გადავა.


“მოსახლეობის თანამონაწილეობით ჩვენი სახელმწიფო და ისლამური მმართველობის სისტემა დიდ მოწონებას დაიმსახურებს საერთაშორისო თვალსაზრისით, მაგრამ პირველ რიგში სარგებელი ხალხმა უნდა მიიღოს. კეთილი ინებეთ, აირჩიეთ და მიეცით ხმა”, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერმა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტ კანდიდატად ქვეყნის სულიერ ლიდერთან დაახლოებული საპრეზიდენტო კანდიდატი, ებრაჰიმ რაისი ითვლება.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ებრაჰიმ რაისი ირანის ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციები აქვს დაწესებული.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის ყოფილი მეთაური, აბდოლნასერ ჰემატი კი ზომიერ საპრეზიდენტო კანდიდატად ითვლება, მაგრამ მისი პოპულარობა ბევრად ჩამოუვარდება მოქმედი პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის რეიტინგს, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს.

ერთ-ერთი ამომრჩეველი, შაჰლა ფაზუქი კი ამბობს, რომ ირანელმა ერმა სახელმწიფოს მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს.

“ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი ბედისწერა უცხოელებს ჩავუგდოთ ხელში, რათა ჩვენს მაგიერ მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენი ერისათვის საზიანო გარემო შექმნან. ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობა ერთმანეთთან თანამშრომლობით უნდა გამოვასწოროთ”, – ამბობს ამომრჩეველი შაჰლა ფაზუქი.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან დაძაბული რჩება. ირანული მხარე მის ატომურ ინფრასტრუქტურაზე და მეცნიერებზე თავდასხმაში ისრაელს სდებს ბრალს.

ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, მოჰსენ რეზაიეის თქმით, ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს,

” ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული პრობლემები სწრაფად უნდა მოგვარდეს. ჩვენ ამერიკულ და ევროპულ მხარეებს მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობის შესრულებისაკენ უნდა მოვუწოდოთ. ჩვენთვის სხვა სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია”, – ამბობს საპრეზიდენტო კანდიდატი მოჰსენ რეზაიეი.

საარჩევნო უბნები ირანში დილის 7 საათზე გაიხსნა.

საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მოსახლეობაში დაბალი ინტერესია, მიზეზი კი ქვეყნის სულიერი ლიდერის მიერ ასობით საპრეზიდენტო კანდიდატისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების აკრძალვაა.

უახლესი

სხვა ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებისაპრეზიდენტო არჩევნები
Send this to a friend