მთავარიევროპათურქეთიექვსი ერის პლატფორმა - თურქეთის საგარეო პოლიტიკა და საქართველო

ექვსი ერის პლატფორმა – თურქეთის საგარეო პოლიტიკა და საქართველო

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრისაკენ იყო მიპყრობილი, სამხრეთ კავკასიაში, ჩვენს რეგიონში, საკმაოდ მნიშვნელოვანი დიპლომატიური სვლები გაკეთდა.

თურქეთის რესპუბლიკის გავლენა რეგიონში მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაიზარდა.

ომის დასრულებიდან უკვე მეორედ თურქეთის რესპუბლიკის ლიდერი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოკავშირე სახელმწიფოს, აზერბაიჯანს ეწვია.

თუკი თურქეთის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთით სამხედრო საფუძველს ეყრდნობა, დასავლეთით თურქული საგარეო პოლიტიკა – გეოგრაფიულ მოცემულობას იყენებს გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

 
კონსტანტინოპოლის დაცემის დღეს 29 მაისს, თურქმა ლიდერმა ახალი არხისათვის საფუძვლის ჩაყრის შესახებ გამოაცხადა.

[br]ეგრეთწოდებული სტამბოლის არხი სიგრძეში 45 კილომეტრი, სიღრმეში კი 35 მეტრი იქნება.

რადიკალურად შეცვლის მონტროს კონვენციით შექმნილ სტატუს-კვოს.

ამავე დროს თურქი ლიდერი აქტიურად ლობირებს ეგრეთწოდებულ ექვსი ერის პლატფორმას.

ამ საკითხებზე სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი მოიწვია.

კონფლიქტოლოგთან თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო და ეკონომიკურ რესურსებზე, თურქეთის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს ადგილსა და ეგრეთწოდებულ სტამბოლის არხსა და ექვსი ერის პლატფორმის შესახებ ვისაუბრეთ.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა სეპარატისტების დამარცხების პრეცენდენტი შექმნა.

მეორეს მხრივ კი რუსეთის ფედერაციის პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაამაგრა კავკასიაში.

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეა.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend