ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში შესვლა სცადეს.
მათი თქმით, ბარიკადების მოხსნა მათ ხეობაში შესვლის უფლებად აღიქვეს, ამიტომ მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
პოლიციელების თქმით, გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამიტომ აქტივისტებს ხეობაში შესვლის უფლებას ამ ეტაპზე ვერ მისცემენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, რეალურად დაპირება არ შესრულდა და ისინი კიდევ ერთხელ მოატყუეს.
მათივე ინფორმაციით, ისინი დღევანდელ შეხვედრას დაელოდებიან.
სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს.
ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე წაყენებული მოთხოვნების ნაწილი შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ.