გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.
შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.
ამის გარდა, შეხვედრისას იუნისეფის მხარდაჭერით სახალხო დამცველის მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეების მონიტორინგზე გაამახვილეს ყურადღება.
საუბარი შეეხებოდა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებს და ერთობლივ პროექტებსაც.