ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განსახილველად მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!” – წერს „ფეისბუკზე” მსჯავრდებულის ძმა.
იურისტი დავით ჯანდიერი, რომელმაც ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი მოამზადა, აღნიშნავს, რომ სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
ის სასამართლომ შურისძიების მოტივით, ციანიდის გამოყენებით, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.