მთავარიმსოფლიოკავკასიაროგორია მთიანი ყარაბაღის დევნილების დღევანდელი ყოფა

როგორია მთიანი ყარაბაღის დევნილების დღევანდელი ყოფა

როდესაც 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში პირველი ბომბი აფეთქდა, ლილიტი და მისი ქალიშვილი ქალაქ შუშაში სახლში მარტო იყვნენ.

მათ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ, რომ სკოლის წიგნები მაინც აეღოთ. ისინი დევნილებად იქცნენ.

„ველოდებით, როდის მოგვცემენ ბინას სტეფანაკერტში. თუმცა ჩემთვის სტეფარნაკეტში ჩასვლა და შუშის გავლა ძალიან მტკივნეული იქნება. შუშა ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი საუკეთესო მოგონება, ჩვენი ბედნიერება. ეს სუფთა ჰაერია, რომელსაც ვეღარ ვსუნთქავთ. ამ ქალაქში დაბრუნება ყველაზე ლამაზი სასწაული იქნებოდა. მაგრამ სასწაულების მე აღარ მჯერა“, – ამბობს ლილიტი ევრონიუსთან საუბარში.

რამდენიმე იძულებით გადაადგილებული სომეხი ამ ახალგაზრდულ ცენტრში ატარებს დროს. ეს ცენტრი ირინამ ომის შემდეგ დააარსა.

[br]„აქ 300-ზე მეტი ბავშვია. ცენტრში სიარული უფასოა, ამიტომ აქ ბავშვები ერევნიდანაც მოდიან. ისინი ერთობიან, ერთად იზრდებიან. ბევრი მათგანი ყარაბაღიდანაა. ჩვენ საზაფხულო ბანაკების მოწყობას ვგეგმავთ, რომ სომხეთის კულტურის სპეციფიკა უკეთ გავიგოთ“, – თქვა ცენტრის დამფუძნებელმა ირინამ.

ამ ნახატებზე ასახულია შუშა, ჰადრუთი და ქალბაჯარი. ეს ის ქალაქებია, რომლებიც აზერბაიჯანმა თურქეთის დახმარებით დაიბრუნა. დღეს აქ არავის სურს, პრეზიდენტ ალიევისა და პრეზიდენტ ერდოღანის შუშაშუ შეხვედრას ადევნოს თვალი.

„მგონია, რომ მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძვით. აღარ გვაქვს იმის ძალა, რამე ახალი ავაშენოთ. ყოველ ღამე, როდესაც თავს ბალიშზე ვდებთ, ჩვენს სახლს, ჩვენს წარსულ ცხოვრებას ვხედავთ. ამიტომ ადრე ვიძინებთ, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ,“ – ამბობს ლილიტი.

დევნილებს, რომლებმაც ყარაბაღი ომის დროს დატოვეს, სახლში დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ აქვთ. პოლიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ქალაქ შუშის დაბრუნება დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგადაა შესაძლებელი.

თუმცა ამჟამად ქალაქს აზერბაიჯანი აკონტროლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend