მთავარიაზიაისრაელიისრაელმა ღაზის სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზის სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა გასულ ღამეს ჰამასის წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა.

ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ისრაელის საზღვრისკენ ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს.

 
ეს პირველი საჰაერო თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შედეგად ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.

[br]პალესტინელების გაღიზიანება მემარჯვენე რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში მოწყობილმა აღლუმმა და ათასობით დროშის ფრიალმა გამოიწვია, აღლუმი 1967 წელს ისრაელის აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციას უკავშირდებოდა.

ასევე, ეს არის ისრაელის პირველი საჰაერო იერიში  მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებაში ახალი კოალიციური მთავრობა მოვიდა ნაფტალი ბენეტის ხელმძღვანელობით და დასრულდა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend