მთავარისპორტისლოვაკეთმა პოლონეთი დაამარცხა

სლოვაკეთმა პოლონეთი დაამარცხა

ევრო 2020-ის E ჯგუფის მატჩში პოლონეთი სლოვაკეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა სლოვაკთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ანგარიში მე-18 წუთზე რობერტ მაკის გარღვევის შედეგად გაიხსნა. სლოვაკმა ნახევარმცველმა პოლონელი მცველები ეფექტურად ჩამოიცილა, მისი დარტყმული ძელს მოხვდა, შემდეგ პოლონელთა მეკარეს, ვოიცეხ შესნის და ამის შემდეგ გავიდა გოლი, რომელიც შესნის ავტოგოლად ჩაითვალა.

46-ე წუთზე კაროლ ლინეტიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 62-ე წუთზე გრეგორჟ კრიხოვიაკმა წითელი ბარათი მიიღო და უპირატესობა კვლავ სლოვაკეთმა მოიპოვა.

გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე მილან შკრინიარმა გაიტანა. 26 წლის მცველმა გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ამავე ჯგუფის ლიდერთა, ესპანეთისა და შვედეთის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend