მთავარიმსოფლიოNATOნატოსთვის რუსეთი კვლავ  მთავარ საფრთხედ რჩება

ნატოსთვის რუსეთი კვლავ  მთავარ საფრთხედ რჩება

ალიანსში შეშფოთებას იწვევს გახშირებული კიდებრთავდასხმები და არატრადიციული საბრძოლო საშუალებების გამოყენება.

თუმცა გამოწვევები არსებობს როგორც ალიანსის გარეთ, ასევე მის შიგნითაც.  შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი დაძაბული 4 წელი იყო, რამაც, ზოგიერთის შეფასებით, მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა ალიანსის საქმიანობას. როგორც ირკვევა, იგივე გამოწვევებია ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც.

როგორც ნატოს ყველაზე ძლიერი წევრი, ამერიკის შეერთებული შტატები, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალიანსის პოლიტიკის განსაზღვრის მხრივ.

ტრამპის მმართველობის 4-წლიანი პერიოდის შემდეგ ნატოში სერიოზულად დაფიქრდნენ ალიანსის მომავალზე, თუმცა წლევანდელი სამიტის შემდეგ ისევ გაჩნდა ერთიანობის განცდა.

თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ყოფილი პრეზიდენტის გავლენა  ჯერ კიდევ იგრძნობა.

[br]საუბარია არა მხოლოდ ვაშინგტონის გრძელვადიანი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებაზე, არამედ იმ ახალ საფრთხეებზეც, რომლებიც ალიანსს ემუქრება.

პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმის „რასმუსენ გლობალის“ უფროს სტრატეგოსს ფაბრის პოტიეს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროსაც რამდენიმე კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკა კვლავ გრძელდება.

ასეთია, მაგალითად, ჩინეთის საკითხი. მისი თქმით, დღევანდელი გზავნილები იმავე შინაარსისაა, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულება გამაღიზიანებელი და ხისტი იყო, ფაბრის პოტიე მათ ნაწილობრივ ამართლებს კიდეც.

ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ ჩინეთი ისეთი გამოწვევაა, რომელსაც ევროპა და ამერიკა ერთად უნდა გაუმკლავდნენ.

ნატოსთვის რუსეთი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ალიანსის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ გახშირებული კიბერთავდასხმებისა და არატრადიციული საბრძოლო საშუალებების გამოყენების გამო.

როგორც კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის პროგრამის დირექტორი ოლგა ოლიკერი აღნიშნავს, ზოგადად კიბერთავდასხმა  სამხედრო საფრთხეს არ გულისხმობს.

თავდასხმა, რომელიც რომელიმე ვებგვერდის მუშაობის შეფერხებას ითვალისწინებს,  არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნების საზღვრებთან გარკვეული ძალაა მობილიზებული. მათ შორის დიდი სხვაობაა.

ოლგა ოლიკერის აზრით, კიბერთავდასხმა საფრთხეს მხოლოდ მაშინ წარმოადგენს, როდესაც სამხედრო თავდასხმების მსგავს შედეგს ვიღებთ, მაგალითად, როდესაც  ინფრასტრუქტურას ანადგურებენ ან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

როგორ უპასუხებენ ასეთ კიბერთავდასხმებს, ჯერჯერობით უცნობია.

რამდენადაც ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური განვითარება განსხვავებული დონისაა, ნატომ შესაძლოა პასუხის უფრო ტრადიციული მეთოდი აირჩიოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend