მთავარი გადაცემები კუბი Novavax-ის თქმით, მათი ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია

Novavax-ის თქმით, მათი ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია „ნოვავაქსმა“ ვაქცინის მესამე კლინიკური ცდები დაასრულა და განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 90,4%-ით ეფექტიანია.

კომპანიის თქმით, ვაქცინა ეფექტიანია კორონავირუსის სხვადასხვა შტამის წინააღმდეგაც.

ნოვავაქსი“ კვლევებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში ატარებდა. ცდებში დაახლოებით 30 000 ადამიანი მონაწილეობდა.

 

მოხალისეების ასეთი დიდი რაოდენობის გამო კომპანია „ნოვავაქსი“ აპირებს  აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოსგან  მიიღოს ლიცენზია, რომ ვაქცინაცია უკვე 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყონ.

https://twitter.com/Novavax/status/1404379473085091843/photo/1

ნოვავაქსი“ტრადიციული, ცილაზე დაფუძნებული ვაქცინაა. მასში გამოიყენებენ უვნებელი ცილის ფრაგმენტს, რომელიც იზრდება უჯრედში და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

კომპანია „ნოვავაქსში“ აღნიშნავენ, რომ ვაქცინას ისეთივე გვერდითი მოვლენები აქვს, როგორებიც სხვა ვაქცინებს. ეს არის თავის ტკივილი, ზოგადი დაღლილობა, კუნთების ტკივილი.

კომპანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა „კოვაქსს“ ვაქცინის  1 მილიარდი დოზის გადაცემას დაჰპირდა.

როგორც  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს,  მესამე კვარტალში (ივლის-აგვისტო-სექტემბერში) პლატფორმა „კოვაქსის“ საშუალებით, საქართველო მიიღებს Novavax-ის ვაქცინის დაახლოებით 700 000 დოზას.  ამავე პერიოდში საქართველოში, გეგმის მიხედვით,  „ჯონსონ & ჯონსონის“ 130 000-მდე დოზაც უნდა ჩამოვიდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend