მთავარი ევროპა იტალია იტალიაში მეცნიერები იდეალური ვიოლინოს შექმნას ცდილობენ

იტალიაში მეცნიერები იდეალური ვიოლინოს შექმნას ცდილობენ

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს შექმნას იდეალური ვიოლინო? სწორედ ამის გაგებას ცდილობენ მეცნიერები იტალიის ქალაქ კრემონაში. მათ კვლევა  მე-17 საუკუნის ცნობილი ხელოსნის ანტონიო სტრადივარიუსის, ე.წ. მესიის ვიოლინოს სამგანზომილებიანი სკანირებით დაიწყეს, რათა გაეგოთ, თუ როგორ ქმნიდნენ  300 წლის წინ ცნობილი ოსტატები ინსტრუმენტებს და რატომ გამოიყენება ძველი ტექნოლოგიები დღესაც.

მუსიკალური ინსტრუმენტების მკვლევარი სებასტიან გონსალესი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინსტრუმენტის მასალა.

გლობალური დათბობისა და სხვა მიზეზების გამო ის ხის მასალა, რომელსაც  სტრადივარიუსი 300 წლის წინ იყენებდა, დღეს აღარ არსებობს.

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ რადგან განსხვავებულია ხის მასალა, მაშინ ინსტრუმენტის ფორმაც შესაცვლელია.

დღეს, ვიოლინოებს ძველი ფორმებისა და ზომების მიხედვით ქმნიან, რაც სებასტიან გონსალესის აზრით, არასწორია.

 
მეცნიერები ვიოლინოს ფირფიტის ვიბრაციის განსაზღვრას ნეირული ქსელების საშუალებით ცდილობენ. ამისათვის ისინი ჩაქუჩსა და აქსელერომეტრს იყენებენ.


ამ ხერხის გამოყენებით ისინი სხვადასხვა ფორმის ვიოლინოს ჟღერადობის, მისი სიხშირეებისა და ვიბრაციის შესწავლას ცდილობენ.

მეცნიერების აზრით,  ეს კვლევა დაეხმარება ვიოლინოების ხელოსნებს, შექმნან აუდიტორიისთვის ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა ჟღერადობაც უფრო გაშლილი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

იტალიაშიიტალიაში

Send this to a friend