მთავარიაზიაირანიირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

შაბათს, ირანში არჩევნების წინ, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბოლო დებატები გაიმართა.

ერთ-ერთი კანდიდატი აბდოლნასერ ჰემატი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მისი მოწინააღმდეგე გაიმარჯვებს, ირანი კრიზისში აღმოჩნდება.

„ეს ადამიანები არიან ექსტრემისტები. მათ ძალაუფლება არ უნდა მოიპოვონ. თუ ეს მაინც მოხდა, ირანის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი სანქციები დაწესდება“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა აბდოლნასერ ჰემატმა.

ულტრაკონსერვატორი კანდიდატის ებრაჰიმ რაისის განცხადებით, იგი უზრუნველყოფს ირანის ბირთვული შეთანხმების აღსრულებას.

 
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბირთვულ შეთანხმებას და მისი პირობების შესრულებას. ამ აზრს იზიარებს ჩვენი სულიერი ლიდერი. თუმცა ამ ხელშეკრულების აღსრულება მხოლოდ ძლიერ ადმინისტრაციას შეუძლია“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ებრაჰიმ რაისმა.

[br]საპრეზიდენტო კამპანია დაემთხვა ვენაში გამართულ მოლაპარაკებას, რომლის მიზანი ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენაა.

ირანი ამჟამად სანქციებისა და პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისშია. ეს კი, სავარაუდოდ, ირანელების არჩევანზე გავლენას იქონიებს.

„მე ასეთი რთული ეკონომიკური მდგომარეობა არ მახსენდება. საშინელებაა. ბოლო ექვს-შვიდ წელიწადში ეკონომიკა საგრძნობლად გაუარესდა“, – ამბობს გამყიდველი ფახრედინი.

„რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ. ყოველ დილას იღვიძებ, მიდიხარ სამსახურში, მუშაობ საღამომდე და მაინც ფულს ვერ შოულობ“, – ამბობს გამყიდველი ამირჰოსეინი.

წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ ელიან მაღალ აქტიურობას.

ბოლო კვლევის თანახმად, ამომრჩევლის მხოლოდ 36 პროცენტი აპირებს ხმის მიცემას. მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო მეტად გაზრდილ ფასებსა და უმუშევრობაზე დარდობს, ვიდრე იმაზე, თუ რომელი პოლიტიკოსი დაინიშნება პრეზიდენტად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend