მთავარი საქართველო „მედგარი საქართველო“- ფოტოგამოფენა თბილისში სამი დღე გაგრძელდება

„მედგარი საქართველო“- ფოტოგამოფენა თბილისში სამი დღე გაგრძელდება

როგორ უნდა შეინარჩუნოს საზოგადოებამ და ქვეყანამ უნიკალური იდენტობა, გაუმკლავდეს უარყოფით მოვლენებს, გაჭირვებასა და ცვლილებებთან ადაპტაცია შეძლოს.
„მედეგობის“ ანუ „მედგრობის“ ცნება სწორედ ამგვარ სიმტკიცეს მოიაზრებს. სწორედ ამ თემას ეხებოდა ფოტოკონკურსი, რომელიც NATO-ს სამეკავშირეო ოფისმა საქართველოში „ფოტოგრაფიასთან“ პარტნიორობით გამართა.

“ეს გამოფენა გარკვეული თვალსაზრისით ხანგრძლივი პანდემიისა და კარანტინის შედეგია. ჩვენ ყველას მოგვიწია საკუთარი თავის გამოცდა. ჩვენი ინდიციდუალური და კოლექტიური გამძლეობა გამოცდის წინაშე დიდ ხანს იდგა და, შესაბამისად, გამძლეობა ყველგან მეტად პოპულარული სიტყვა გახდა”, – განაცხადა NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როსარია პუგლისიმ.

 
ფოტოკონკურსი სამ ფოტო-კატეგორიას მოიცავდა: დოკუმენტურს, კონცეპტუალურსა და მობილური ტელეფონით გადაღებულს.


„გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა. ფოტო გადავიღე ზემო-აჭარაში, ნისლიან ზემო-აჭარის მთებში. ორი ბავშვი როგორ მიდის, ან სკოლაში, ან სადღაც, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ, ბავშვობიდანვე, ეს ძლიერი ხასიათი, რომ თუნდაც ის, რომ დიდი გზის გავლა უწევთ ქართველებს, დევს ეს და მოგვყვება დღემდე,” – თქვა ფოტოგრაფმა, ელენა ქავთარაძემ.

ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ წიბახაშვილმა მონაწილეების ფოტოების მრავალფეროვნებას გაუსვა ხაზი და იმის შესახებ ისაუბრა, მისთვის რას ნიშნავს „მედგარი საქართველო“.

“ჩემთვის მედგარი საქართველოა განათლებული, შრომისმოყვარე და გონებაგახსნილი ადამიანები, ქართველები და გონებაგახსნილი საზოგადოება”, – აღნიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა,

გამოფენის ნახვა მსურველებს სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend