მთავარიმსოფლიოაშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინგლისის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინგლისის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა

დიდი შვიდეულის სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრება.

სამიტამდე მან განაცხადა რომ, შეერთებული შტატები 3 მილიარდ 500 მილიონ დოლარად შეისყიდის “ფაიზერის” ვაქცინის 500 მილიონ დოზას და ღარიბ ქვეყნებს გადასცემს.

ვაშინგტონი ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ შვიდეულის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.

“შეერთებული შტატები შეიძენს  Pfizer– ის ნახევარ მილიარდ დოზას. ვაქცინა  მსოფლიოს იმ 100 ღარიბ ქვეყანაზე გადანაწილდება, რომლებიც პანდემიას ებრძვიან. ეს არის ისტორიული ნაბიჯი და ერთი ქვეყნის მიერ გაწეული ყველაზე დიდი  ქველმოქმედება“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

 

დიდი შვიდეულის სამიტამდე ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინგლისის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა.

” ჩვენი საუბარი დიდხანს გაგრძელდა. ეს შესანიშნავი იყო, განვიხილეთ მნიშვნელოვანი თემები, მოვისმინეთ თეთრი სახლის  ადმინისტრაციისა და ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება. მათ ბევრი რამის გაკეთება სურთ ჩვენთან ერთად. მნიშვნელოვანია  გლობალური უსაფრთხოება, ნატო, კლიმატის ცვლილებები – ჩვენ ამ გამოწვევების წინაშე ერთად ვდგავართ”, – განაცხადა  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

დიდი შვიდეულის ლიდერები ცდილობენ, ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ აღადგინონ ერთიანობა და იმუშაონ ისეთი საერთო პრობლემების მოსაგვარებლად, როგორებიცაა ჩინეთთან დაკავშირებული საკითხები და კლიმატის ცვლილებები.

დიდი შვიდეულის სამიტზე განსახილველ თემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა და სხვა გამოწვევებისთვის უკეთ მომზადებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend