მთავარისაქართველოთბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია ხელოვნების მუზეუმში გამოფენა "სიმულაციური ველები" გაიხსნა

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია ხელოვნების მუზეუმში გამოფენა “სიმულაციური ველები” გაიხსნა

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გამოფენა “სიმულაციური ველები” 10 ივნისს გაიხსნა.

თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების სცენაზე პირველად არის წარმოდგენილი ფართო ფორმატის მულტიმედია ნამუშევრები, რომელიც ვიდეო თამაშების ფორმითაა შექმნილი.

გამოფენა “სიმულაციური ველები” პლატფორმა, სახელწოდებით “მდგომარეობებს შორის” მეოთხე გამოფენაა, რომელიც ვიდეო თამაშის ციფრული და ვიზუალური კულტურის ქართულ კონტექსტში განვითარების პროცესებს ასახავს და ერთიანი სახით წარადგენს ახალ სახელოვნებო იმპულსებს.

[br]გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება ღონისძიებებისა და შეხვედრების სერიები.

პროექტის ავტორები და კურატორები არიან ვატო ურუშაძე, ხატია ჭოხონელიძე, და გიორგი სპანდერაშვილი. ხოლო მასში მონაწილეობენ ვასილ მაჭარაძე, მანანიკო კობახიძე, ანუშკა ჩხეიძე, დენის ჰოფმანი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე და ნიკოლოზ კაპანაძე.

გამოფენა “სიმულაციური ველები” 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და დასწრება უფასოა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend