მთავარი ევროპა ბელარუსი სვეტლანა ტიხანოვსკაია რომან პროტასევიჩის მონახულებას ითხოვს

სვეტლანა ტიხანოვსკაია რომან პროტასევიჩის მონახულებას ითხოვს

ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია გამოვიდა ინიციატივით, რომ სპეციალური ჯგუფი შეიქმნას, რომელიც დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის მდგომარეობა შეამოწმენს.

ტიხანოსვსკაიამ განცხადება პრაღაში, ჩეხეთის სენატში, გააკეთა.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით 11 დღეა, რაც რომან პროტასევიჩის ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის საშუალება არ ეძლევა.

 
“დარწმუნებული ვარ, რომ მას სცემენ და აწამებენ, მაგრამ მასთან წვდომა არ გვაქვს. ვერაფერს ვაკეთებთ. პოლიტპატიმრების მონახულების მიზნით, აუცილებელია ექიმების, პოლიტიკოსების ან დიპლომატების სპეციალური გუნდი შეიქმნას, რომ ვნახოთ, რა პირობებში იმყოფებიან ისინი“, –  განაცხადა ბელარუსმა პოლიტიკოსმა.


ბელარუსში ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი 24 მაისს დააკავეს, როდესაც ის ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიემგზავრებოდა.

ბელარუსმა სამართალდამცაველებმა თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დასვეს და ჟურნალისტი დააკავეს. შედეგად ბელარუსს დასავლურმა ქვეყნებმა სანქციები დაუწესა.

პროტასევიჩი  ტელეგრამარხ „ნეხტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

„ნეხტა“ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისას ინფორმაციის მთავარი გამავრცელებელი იყო.

ახლა სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, ლიეტუავშია გადასახლებული. მისი მეუღლე კვლავ საპატიმროში რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

სვეტლანა ტიხანოვსკაიასვეტლანა ტიხანოვსკაია
Send this to a friend