რამდენიმეთვიანი ჩაკეტვის შემდეგ ბელგიაში ხალხი გარეთ პირბადეების გარეშე გამოდის. ბელგიის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ოთხშაბათიდან შეამსუბუქა.
შეზღუდვები მოიხსნა საფრანგეთშიც, სადაც კაფეებსა და რესტორნებს სტუმრების მიღება უკვე შიდა სივრცეშიც შეუძლიათ.
„დიახ, ძალიან სასიამოვნოა. ქუჩებში უფრო მეტი სიხალისე იგრძნობა. ხალხიც უფრო ბედნიერია. დიდი ხანია, ჩვენ გახსნას ველოდებით. ხალხი რესტორნებში უფრო მეტ სიამოვნებას იღებს“, – ამბობს ადგილობრივი ანტუან დიუკრე.
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში კი ხალხი საცურაო აუზებს დაუბრუნდა.
[br]”დღეს დიდი დღეა! აუზის გახსნა ძალიან გვახარებს. თანაც მშვენიერი ამინდია. ხალხიც მოდის. ეს ძალიან სასიამოვნოა!” – თქვა აუზის მენეჯერმა ოლივიე ბურიამ.
ფინეთში ჰელსინკის არქიპელაგში ხელოვნების ახალი გამოფენა იხსნება.
გამოფენის გახსნა შარშან პანდემიის გამო გადაიდო. ახლა მისი ნახვა ფინეთის გარეთ მყოფ სტუმრებს დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებითაც შეეძლებათ.