მთავარიევროპაალბანეთიალბანეთის პარლამენტმა პრეზიდენტი ილირ მეტა თანამდებობიდან დაითხოვა

ალბანეთის პარლამენტმა პრეზიდენტი ილირ მეტა თანამდებობიდან დაითხოვა

ალბანელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ილირ მეტას იმპიჩმენტს 140 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი ილირ მეტა, რომლის თანამდებობაც, ფაქტობრივად, ფორმალურია მუდმივ უთანხმოებაში იყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის ედი რამას სოციალისტურ მთავრობასთან და ხელს უშლიდა მას საკონონმდებლო საქმიანობაში.

ალბანეთის სოციალისტური პარტიის წევრებმა, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ედი რამა უდგას სათავეში, ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს კენჭი უყარეს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტ ილირ მეტას თანამდებობიდან გათავისუფლებას 140-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მხოლოდ 7 იყო წინააღმდეგი. ილირ მეტას კონსტიტუციის დარღვევა ედება ბრალად. პრეზიდენტი აპრილში მმართველი სოციალისტური პარტიის წინააღმდეგ მოქმედებდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედის რამას განცხადებით, ილირ მეტამ შეურაცხყო ალბანეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, მოშალა ეროვნული ერთიანობის განმსაზღვრელი ინსტიტუტი, პარლამენტში დაარღვია ეთიკური ნორმები ხელისუფლების განაწილების კუთხით, შეარცხვინა ალბანეთი და ალბანელი ხალხი იმით, რომ მას განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

[br]ედი რამას აზრით, მან ასევე გააფუჭა ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მეტა, რომელიც ფორმალურად არის პრეზიდენტი,  მუდმივ უთანხმოებაში იყო პრემიერ-მინისტრ ედი რამას სოციალისტურ მთავრობასთან.  იგი ეწინააღმდეგებოდა მათ დღის წესრიგს, ხელს უშლიდა მინისტრთა დანიშვნასა და კანონების მიღებასთან დაკავშირებით  იყენებდა ვეტოს უფლებას.

განსაკუთრებით კი ვითარება აპრილის არჩევნების დროს დაიძაბა. პრეზიდენტმა პრემიერ რამას საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი.  საპარლამენტო გამოძიებით კი დადგინდა, რომ სწორედ მეტაა დამნაშავე კონსტიტუციის დარღვევაში.

ახლა ჯერი ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რომელმაც იმპიჩმენტი 3 თვის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend