მთიანი ყარაბაღის მეორე ომი საერთაშორისო იურიდიული თვალსაზრისით 9 ნოემბერს დასრულდა, თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება.
ბაქომ და ერევანმა საზღვრების გახსნასთან და ახალი სატრანსპორტო გზების შექმნასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები შეაჩერეს.
სომხეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით. მათ აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ორი პირი დააკავეს.
აზერბაიჯანული მხარე კი ამტკიცებს, რომ მათ 40-მდე სომეხ ჯარისკაცს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უკან დაახევინეს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მყიფე მშვიდობას შეეწირა ორი ჟურნალისტიც, ისინი ნაღმზე აფეთქდნენ.
[br]რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს საზღვრის დემარკაციაში დახმარებას სთავაზობს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით მისმა სახელმწიფომ სომხურ მხარეს 1 600 – მდე დაღუპული სომეხი სამხედროს ნეშტი გადასცა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ სამხედრო დაპირისპირებას საერთო ჯამში 5000 ათასზე მეტი სამხედრო და 150 – მდე სამოქალაქო პირი შეეწირა.
სამხრეთ კავკასიის ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცხადყოფს, რომ მოსკოვის გარანტიებით ხელმოწერილი შეთანხმებები, მით უმეტეს სამშვიდობო ხასიათის შეთანხმებები, ისეთივე მტკიცეა, როგორც დემოკრატიული ღირებებულებისადმი ერთგულება თავად რუსეთში.