მთავარი გადაცემები კუბი "ნამახვანჰესზე" თურქეთის ელჩის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაყალბებული ციტატები ვრცელდება

“ნამახვანჰესზე” თურქეთის ელჩის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაყალბებული ციტატები ვრცელდება

„მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკჯგუფში „ჩვენ გვიყვარს საქართველო“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა საქართველოში თურქეთის ელჩის ფოტო და  ციტატა: “ან ნამახვანჰესი აშენდება… ან ქართველ ერს დავასრულებთ.”

მომხმარებელი მიუთითებდა, რომ ელჩმა ეს განცხადება თურქულ მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.

ამავე ჯგუფში კიდევ ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის ციტატა გაავრცელა.

ჯგუფში ატვირთული ფოტოს მიხედვით, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერდოღანს ბოლო ვიზიტისას დაჰპირდა, რომ “ნამახვანჰესი” აუცილებლად აშენდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასუხს ქართველი ერი აგებს.

 
საქართველოში თურქეთის ელჩისა და თურქეთის პრეზიდენტის ციტატები, რომლებიც ჯგუფში „ჩვენ გვიყვარს საქართველო“ გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.


მსგავსი შინაარსის კომენტარები ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება.

თურქეთის ელჩის ბოლო განცხადებაში, რომელიც თურქულ მედიაშიც გავრცელდა, ნათქვამია, რომ “ნამახვანჰესის” აშენების საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს პირველ ივნისს გამართულ შეხვედრაზე “ნამახვანჰესზე” არ უსაუბრიათ.

კიდევ ერთი დეზინფორმაცია გავრცელდა ჯგუფში, რომელშიც 18 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული.

გამოქვეყნებული სტატუსის მიხედვით, თითქოს  თურქმა მსახიობმა ჰამიტ ალტინტოპმა თურქეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში მიწვევისას განაცხადა, რომ თურქეთის ექსპანსია უნდა დასრულდეს.

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არც  ჰამიტ ალტინტოპია მსახიობი, ის ცნობილი თურქი ფეხბურთელია და არც ის ტელევიზია არსებობს თურქეთში, რომელიც სტატუსშია ნახსენები.

უახლესი

სხვა ამბები

თურქეთის ელჩითურქეთის ელჩი
Send this to a friend