მთავარიევროპასაბერძნეთიათენში ოლიმპიური თამაშების მუზეუმი გაიხსნა

ათენში ოლიმპიური თამაშების მუზეუმი გაიხსნა

ათენში ახალი კულტურული და სპორტული ღირსშესანიშნაობა გაჩნდა.

ქალაქში ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნა.

მუზეუმში ოლიმპიური თამაშების ისტორია ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი. გამოყოფილია სამი თარიღი: ძვ. წ 776 წელი, როდესაც ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა, 1896 წელი, როდესაც იგი აღადგინეს და 2004 წელი, როდესაც ოლიმპიური თამაშები ათენში კვლავ გაიმართა.

გამოფენაზე ინფორმაცია თანამედროვე მეთოდებით არის წარმოდგენილი, რაც გამოცდილებას უფრო საინტერესოს ხდის. ექსპონატებს შორისაა ოლიმპიური ჩირაღდნები, მედლები და კოსტიუმები.

„ამ ოლიმპიური მუზეუმის მიზანია, რომ ათენი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქად აქციოს. ჩვენ გვინდა, რომ დამთვალიერებლებმა უნიკალური გამოცდილება მიიღონ და ოლიმპიური თამაშების სული შეიგრძნონ“, – ამბობს მარია პაპაიოანუ, მუზეუმის დირექტორი.

მუზეუმის ექსპონატები სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო დაწესებულების, ოლიმპიური და პარაოლიმპიური სპორტსმენებისა და კერძო პირების დახმარებით შეგროვდა.

„ჩვენ ბერძენი ოლიმპიელი სპორტსმენების პირადი ნივთები გვაქვს. მათ გვითხრეს, რომ სახლში ამ ნივთების ნახვა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებს შეეძლოთ, მუზეუმში კი მათი დათვალიერება ყველას შეეძლება. მათ ნახავენ ბავშვები და შთაგონებას მიიღებენ. ისინი მიზნების დასახვასა და  მათ მიღწევას შეეცდებიან“, – ამბობს მარია პაპაიოანუ, მუზეუმის დირექტორი.

ბევრი წლის შემდეგ ათენში ახლა უკვე ოლიმპიური მუზეუმი არსებობს. აქ მისი ისტორიაა გადმოცემული – ანტიკურობიდან დღემდე.

მუზეუმში უდიდესი პატივისცემა იგრძნობა ოლიმპიური თამაშების სულისკვეთებისა და ღირებულებებისადმი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend