მთავარიევროპაგერმანიასაქსონია-ანჰალტში რეგიონულ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა

საქსონია-ანჰალტში რეგიონულ არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა

სექტემბერში დაგეგმილ ფედერალურ არჩევნებამდე გერმანიაში გუშინ რეგიონული არჩევნები დასრულდა.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა იზეიმა.

არჩევნების დროს ჯერ დაძაბულობაა, შემდეგ ლოდინი, ბოლოს კი ყველას შეუძლია, შვებით ამოისუნთქოს. საქსონია-ანჰალტის რეგიონში გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს წარმატებული საღამო ჰქონდა. მათ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ბიატე ბეტეკენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ამ რეგიონში. იგი კმაყოფილია, რომ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მივიდა, ხმა ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს მისცა და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ქვეყანაში ყველაზე ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებით მათ არ ჰქონდათ კარგი შედეგები.

 
თავშეკავება იგრძნობოდა მემარჯვენე სოციალისტური პარტიის ოფისში. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პირველად ისტორიაში შეძლებდნენ გამარჯვების მოპოვებას, თუმცა საბოლოოდ მათ მეორე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად ამისა,  მაგდერბურგის პარლამენტის წევრი სტეფანი მიდენდორფი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრია, მიიჩნევს, რომ  ხმათა 20 პროცენტი, რომელიც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიიღო, არ არის საკმარისი.

[br]სტეფანი მიდენდორფი აღნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენე პარტია საზოგადოებას ბევრ რამეს ჰპირდება, თუმცა არაფერს ასრულებს. მისი აზრით, პარტიის პროგრამა არ არის სრულყოფილი, ხალხისთვის კი საქსონია-ანჰალთში  უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს.

საქსონია-ანჰალტში გამართული არჩევნების შემდეგ სექტემბერში ფედერალური არჩევნები იგეგმება.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისთვის გამარჯვების გარდა, სხვა შედეგი ხელის შემშლელი იქნებოდა, რადგან პარტიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კამპანიისთვის ემზადებიან.

ტობიას კრული მაგდებურგის რეგიონის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრია. მისი აზრით, ფედერალური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი მადლობელი უნდა იყოს ყველასი, რადგან  საქსონია-ანჰალტში კარგი შედეგი მიიღო.  თითოეულმა ადამიანმა დაიჯერა, რომ მათი პარტია ქვეყანაში ყველაზე ძლიერია. მას მიაჩნია, რომ ეს გამარჯვება ფედერალური არჩევნების წინ დამატებით მოტივაციას შესძენს მთელ კავშირს.

პოლიტიკაში კი დადებითი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, რომელსაც, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, არ ჰქონდა მაღალი რეიტინგი, ნამდვილად სჭირდებოდა ასეთი იმპულსი.

ბერლინში კი კიდევ ერთი დაძაბული საღამო იქნება, რადგან სხვა რეგიონში ჩატარებული არჩევნების შედეგები, დიდი ალბათობით, შეცვლის პოლიტიკურ მდგომარეობას მთელ ქვეყნაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend