საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ნიდერლანდებს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად 0:3 დამარცხდა.
გიორგი ლორიას კარში გოლები მემფის დეპაიმ, ვაუტ ვეგჰორსტმა და რაიან გრავერბერხმა გაიტანეს.
ნიდერლანდებთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი 2:1 დაამარცხა.
მომდევნო შეხვედრას ქართველები 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ ბათუმში გამართავენ.
გიორგი სანაძე