მთავარისაქართველოოფიციალური ვიზიტი

ოფიციალური ვიზიტი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დღეს თბილისში შეხვედრებს მართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი სამხრეთ კავკასიურ ტურნეს საქართველოდან იწყებს.

დღეს, 7 ივნისს, ის მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგნელებს ხვდება.

 
განხილვების მთავარი თემები რეგიონში არსებული გამოწვევები, უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიაა.

[br]რიკერი ასევე ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც  შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.

ფილიპ რიკერი უკვე შეხვდა მრგვალი მაგიდა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend