“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს, 7 ივნისს, სოფელ გუმათიდან ქუთაისში, ჰესის მშენებელი კომპანიის “ენკას” ოფისის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, შეუერთდნენ მსვლელობას.
მისი თქმით, 12 ივნისს, თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოვლენ და შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ისინი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობას უკვე 221-ე ღამეა აპროტესტებენ.