მთავარიმსოფლიოევროპაევროპარლამენტარები პლენარული სხდომების განახლებას სტრასბურგში გეგმავენ

ევროპარლამენტარები პლენარული სხდომების განახლებას სტრასბურგში გეგმავენ

ევროპარლამენტარები სტრასბურგში პლენარული სხდომების განახლებას გეგმავენ.

აქამდე პანდემიის გამო ისინი იძულებული იყვნენ, ბრიუსელში დარჩენილიყვნენ ან დისტანციურად ემუშავათ.

ამ გადაწყვეტილებით ზოგიერთი ევროპარლამენტარი უკმაყოფილოა. 80-მდე დეპუტატმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თანამშრომელთა უმეტესობას კოვიდვაქცინის გაკეთების გარეშე მოუწევს სტრასბურგში გამგზავრება.

ევროპარლამენტარი ლიდია პერეირა ამბობს, რომ ევროპარლამენტის ბევრ თანამშრომელს ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია, რაც რისკებს ზრდის.

 
„ვფიქრობ, რომ უფრო გონივრული იქნება, თუ ვაქცინაციის უფრო მაღალ მაჩვენებელს დაველოდებით. შემდეგ სტრასბურგში წასვლა ბევრად უფრო უსაფრთხო გზით შეგვეძლება, ვიდრე ამას დღეს ვაკეთებთ. სტრასბურგში ასევე ძალიან შეზღუდულები ვიქნებით. აქ ყველაფერი კვლავ დახურულია. ეს დიდი გამოცდილება იქნება ჩვენთვის“, განაცხადა პორტუგალიელმა ევროპარლამენტარმა.

[br]დაინფიცირების რისკებთან ერთად, დამატებითი პრობლემებიც იქმნება. საფრანგეთში ჩასვლისთანავე ევროპარლამენტარებმა PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი პასუხი უნდა წარადგინონ, უკან დაბრუნებისას კი მათ კარანტინის გავლა მოუწევთ.

საფრანგეთის მთავრობას, ისევე, როგორც ფრანგი ევროპარლამენტარების ნაწილს, მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნების შესრულება აუცილებელია.
პარლამენტი თანამშრომლებს PCR ტესტებითა და ვაქცინაციით უზრუნველყოფს.

ევროპარლამენტარი ფაბიენ კელერი მიიჩნევს, რომ ევროპული კოვიდსერტიფიკატების შემოღებას, რომელიც მოგზაურობის პრობლემებს შეამსუბუქებს, სტრასბურგში რომ უნდა ეყაროს კენჭი, სიმბოლურია.

„ჩვენ შენგენის ზონაში ვცხოვრობთ, სადაც მოგზაურობა თავისუფალია. ევროკავშირისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, თანამშრომელთა დიდ ნაწილს ბრიუსელიდან უწევს ჩამოსვლა, მაგრამ ყველას არა“, – ამბობს ფაბიენ კელერი.

პლენარული სხდომა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება, ბევრი დეპუტატი კვლავ დისტანციურად ჩაერთვება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend