მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის შემცირებისა და ვაქცინაციის ფონზე ევროპის ქვეყნები საზღვრებს ხსნიან.
7 ივნისიდან ესპანეთში ჩასვლას სხვა ქვეყნების ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებსაც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინის ორი დოზა აქვთ გაკეთებული.
იტალია კი აჩქარებს ვაქცინაციის კამპანიას ახალგაზრდებში- 12-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის წამლის სააგენტომ ფაიზერის ვაქცინა დაამტკიცა.
რაც შეეხება ბრიტანეთს, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის 10-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო იქნება.