მთავარიევროპაბულგარეთივარდის ზეთის ინდუსტრია ბულგარეთში

ვარდის ზეთის ინდუსტრია ბულგარეთში

ვარდების ხევი ცენტრალურ ბულგარეთში, კაზანლაკისა და კარლოვოს ქალაქებს შორის მდებარეობს.

აქ ვარდისფერი შეფერილობის დამასკის ვარდები იზრდება.

ყვავილები ხელით, ვარდის ზეთის დასამზადებლად იკრიფება.

პროცედურა გრძელი და შრომატევადია. დაახლოებით სამი ტონა ყვავილის ფურცელია საჭირო იმისათვის, რომ ერთი კილო ვარდის ზეთი დამზადდეს. აქ ყოველდღიურად ორასიდან ოთხასამდე მკრეფავი მუშაობს. ყვავილის ფურცლის ერთი ჩანთის სანაცვლოდ ისინი 40 ცენტს ღებულობენ.

 
5 წლის წინ ვარდის ზეთის ინდუსტრიაში ფასები რეკორდულად გაიზარდა.

[br]ერთი კილოგრამი 12 ათას ევროდ იყიდებოდა, რის შედეგადაც ფერმერებმა მეტი ვარდის დათესვა დაიწყეს. თუმცა, საბოლოოდ ზეთის ფასები კვლავ შემცირდა.

ქვეყანაში ტრადიციული მეურნეობის გადასარჩენად ახალი კანონმდებლობის დამტკიცება იგეგმება, თუმცა მწარმოებლების განცხადებით ეს საკმარისი არაა.

მთავარ პრობლემას გაზრდილი წარმოება წარმოადგენს. ბოლო ხუთ წელიწადში ვარდის ზეთის ფასი განახევრდა.

მთავრობის მიერ შემოღებული სუბსიდიები ინდუსტრიას ნაწილობრივ დაეხმარება, თუმცა დიდი ალბათობით ბულგარელი მწარმოებლები ფულს მაინც დაკარგავენ.

„ბულგარეთის მთავარი კონკურენტები თურქეთი, მაროკო და ირანი არიან. ამ ქვეყნებში ბევრად უფრო იაფი ვარდის ზეთი მოზადება. საჭიროა, რომ დავიცვათ ბალანსი, რათა ერთი მხრივ არ დაზარალდნენ ფერმერები და მეორე მხრივ, ზეთის მწარმოებლები“, – მიიჩნევს ფილიპ ლისიჩაროვი ვარდის ზეთის მწარმოებელი.

ვარდის ზეთი ბულგარეთში საუკუნეების განმავლობაში მზადდებოდა. მწარმოებლების თქმით, სექტორის განსავითარებლად მეტი სამეცნიერო კვლევებია საჭირო.

„ვარდის ზეთს უმეტესად პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში იყენებენ. თუმცა, მისი გამოყენება საკვების და ფარმაცევტულ ინდუსტრიაშიც შეიძლება. საჭიროა, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით  კვლევები დააფინანსოს“, – ამბობს ვარდის ზეთის მწარმოებელი ფილიპ ლისიჩაროვი.

მსგავსი ბედი გაიზიარა ლავანდის ზეთის ინდუსტრიამაც, სადაც ფასები ასევე შემცირდა. წელს ფერმერების ნაწილმა ლავანდა არ დაკრიფა, რადგან ეს მათ ხარჯებს გაუზრდიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend