წელს ლიონის თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს მთავარი თემა აფრიკაა.
ღონისძიებაზე 16 აფრიკული ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა მოცეკვავეები წარდგებიან. მათ შორის ნიგერიელი ქორეოგრაფის კუდუს ონიკეკუს საცეკვაო გუნდია. წარმოდგენა სახელად „რეინკარნაცია“ ნიგერიულ მუსიკით არის გაფორმებული.
„მაინტერესებდა თუ როგორ ინტერპრეტაციას მისცემდნენ ახალგაზრდა მოცეკვავეები წარსულ ტრადიციებს. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ნასწავლი ეს ყველაფერი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მათ გენეტიკაშია“, – ამბობს ქორეოგრაფი კუდუს ონიკეკუ.
მოცეკვავეებმა დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდნენ ჩატარდებოდა თუ არა ფესტივალი.
„ახალი თაობა ყოველთვის სიახლეს ეძებს. ეს მათ ცეკვაში ჩანს. ისინი ძალიან ენერგიულები არიან“, – კრეატიული დირექტორი დომინიკ ჰერვი.
[br]ღონისძიების გამხსნელ შოუს ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ასრულებს, რომლებმაც ცეკვა ადგილობრივ სოციალურ ცენტრში ისწავლეს.
„დადგმა ცხოვრების გზის შესახებაა. ამ ახალგაზრდებს ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეული ჰქონდათ. მათ თავიანთი ხმის პოვნა და თავისუფლება სურდათ”, – ამბობს ქორეოგრაფი ანტუან კოლნო.
ეს უზარმაზარი თოჯინები 4 მეტრის სიმაღლის არიან და 30 კილოგრამს იწონიან. მოცეკვავეებს უნდა მოეფიქრებინათ თუ როგორ გაეცოცხლებინათ ეს თოჯინები.
„თოჯინების ამოძრავება რთულია, თუმცა მათ ბევრი ბევრი რამე შეგვიძლია გავაკეთებინოთ. ისინიც რაღაც მხრივ მოცეკვავეები არიან“, – ყვება ქორეოგრაფი ბუბა ლანდრილი.
ფრანგებმა ამ წელს „ანე ბლანშ“ ანუ კულტურის დაკარგული წელი უწოდეს.
ბიენალეზე სწორედ ამ დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობენ.