საქართველოს ნაკრების ლიდერი ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს. გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” “სან-პაბლო ბურგოსი” სერიაში 2:0 დაამარცხა.
მეორე შეხვედრაში, რომელიც “ტენერიფეს” გამარჯვებით 92:68 დასრულდა, გიორგი შერმადინმა 28 წუთი ითამაშა, 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი გაიფორმა. საქართველო ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა კი “ბურგოსს” 10 ქულა და 3 პასი მოუტანა.
“ტენერიფეს” მეტოქე ნახევარფინალში “ბარსელონასა” და “ხუვენტუტს” შორის გამარჯვებული იქნება.
მეორე ნახევარფინალური წყვილში კი “რეალ მადრიდი” “ვალენსიასა” და “ბასკონიას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
გიორგი სანაძე