მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთმა ე.წ. მწვანე ქვეყნებიის სიიდან პორტუგალია ამოიღო

ბრიტანეთმა ე.წ. მწვანე ქვეყნებიის სიიდან პორტუგალია ამოიღო

დიდი ბრიტანეთის ე.წ. მწვანე სიიდან პორტუგალიის ამოღებამ უკმაყოფილება გამოიწვია როგორც ბრიტანელებში, ასევე პორტუგალიელებში, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ინგლისურმა ფინალმა პორტოში უამრავი ბრიტანელი გულშემატკივარი მიიზიდა.

ახლა კი ათასობით ბრიტანელს, რომლებიც პორტუგალიაში დასასვენებლად არიან ჩასული, ქვეყანაში დაბრუნებისას შესაძლოა, 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწიოთ. ე.წ. მწვანე სიაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა დარჩა, მაგალითად, ისლანდია და ისრაელი. მათ შორის არცერთი არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

 
როგორც ირკვევა, პორტუგალია და სამხრეთის ქვეყნები დამოკიდებული არიან ბრიტანელ ტურისტებზე და ამ გზით სურთ მათ ტურისტული სეზონისა და ეკონომიკის გადარჩენა.

[br]ორივე ქვეყნის ბიზნესის მფლობელები შეშფოთებას გამოთქვამენ ლონდონში მიღებული გადაწყვეტილების გამო.

ვილა მონტეს გენერალურ დირექტორ პედრო ნეტოს იმედი აქვს,  რომ ბრიტანეთის მთავრობა გადაწყვეტილებას შეცვლის და მოგზაურებს მისცემს უფლებას, პორტუგალიაში ჩამოვიდნენ. მისი თქმით, პორტუგალია უსაფრთხო ქვეყანაა და ინფიცირების რაოდენობაც ძალიან მცირეა, შესაბამისად, ისინი მზად არიან ტურისტების მისაღებად. პედრო ნეტო აღნიშნავს, რომ წესებს ყველა იცავს, მათ სურთ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.

კომპანია Easyjet-ის აღმასრულებელი დირექტორის იოჰან ლუნდგრენის შეფასებით, ეს უსამართლო და გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა, რადგან პორტუგალიასა და ბრიტანეთში გავრცელების დაახლოებით ერთი და იგივე მაჩვენებელია. როგორც ლუნდგრენი აღნიშნავს, ბრიტანეთის ზოგ რეგიონში უფრო მეტი შემთხვევაა, შესაბამისად, ბრიტანეთის მთავრობა თავისსავე დადგენილ წესებს არ მიჰყვება.

დიდ ბრიტანეთში კი 5000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად  იმისა, ვაქცინაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, ქვეყანაში ახალი შტამები, როგორც ჩანს, მაინც ვრცელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend