მთავარი ევროპა ბულგარეთი სამხედრო წვრთნების დროს ამერიკელი ჯარისკაცები შეცდომით კერძო საწარმოში შეიჭრნენ

სამხედრო წვრთნების დროს ამერიკელი ჯარისკაცები შეცდომით კერძო საწარმოში შეიჭრნენ

ბულგარეთში მზესუმზირის ზეთის პატარა საწარმოს მფლობელი ამერიკის შეერთებული შტატების არმიას უჩივის.

გასულ თვეს ჯარისკაცები  ნატოს სამხედრო წვრთნების დროს მის ობიექტზე უკანონოდ შეიჭრნენ.

 
სამხედრო წვრთნები ესტონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში ჩატარდა.


173 საჰაერო სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცებს უნდა ეჩვენებინათ, როგორ აიღებდნენ და გაათავისუფლებდნენ ჩეშნეგიროვოს აეროდრომსა და მიმდებარე შენობა-ნაგებობებს, თუმცა ისინი შეცდომით აეროდრომის მახლობლად მდებარე საწარმოში შეიჭრნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 11 მაისს ჩატარებული წვრთნების დროს ამერიკელი ჯარისკაცები შეცდომით შევიდნენ კერძო ობიექტზე, რომელიც მათ წვრთნისთვის განკუთვნილი ადგილი ეგონათ. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს სროლა არ მომხდარა.

სოფიაში კი ამერიკის საელჩომ კომპანიასა და მის თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა.

უახლესი

სხვა ამბები

ამერიკელი ჯარისკაცებიამერიკელი ჯარისკაცები
Send this to a friend