მთავარიმსოფლიოევროპაუთანასწორობა ტრანსპორტის სექტორში

უთანასწორობა ტრანსპორტის სექტორში

ევროკავშირის ნახშირორჟანგის ემისიების მეოთხედი ტრანსპორტთან არის დაკავშირებული.

თუმცა გარემოს დაბინძურებასთან ერთად, ტრასპორტის სექტორში თანასწორობის პრობლემაც არსებობს. მაგალითად, გადაადგილების სექტორი მამაკაცებზე უფროა მორგებული ვიდრე ქალებზე.

ქალები უფრო ხშირად ფეხით დადიან ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. მამაკაცებს კი ძირითადად მანქანები ჰყავთ.

ევროპის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუტის გარემოსდაცვის სპეციალისტი თორფინ სტეინფორტი ამბობს, რომ ტრანსპორტის სისტემა ისეა ორგანიზებული, რომ ხალხი ძირითადად სამსახურამდე მივიდეს.

„ეს სისტემა უფრო მამაკაცების მოთხოვნას აკმაყოფილებს. ზოგადად ქალებს უფრო დატვირთული განრიგი აქვთ. მათ უწევთ საყიდლებზე წასვლა, ბავშვების სასწავლებლიდან გამოყვანა. ქალები ისეთი სატრანსპორტო სისტემით უნდა სარგებლობდნენ, რომელიც უფრო მოქნილი იქნება. ან ბილეთების განსხვავებული სისტემით, რომელიც ასევე უფრო მოქნილია“, – თქვა თორფინ სტეინფორტიმ.



კვლევების თანახმად, სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმებულთა 80% მამაკაცია. მამაკაცების ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი, გადაადგილების პოლიტიკას აყალიბებს. შესაბამისად, მათი პროდუქტები მამაკაცებზე უფროა მორგებული ვიდრე ქალებზე.

ასევე, მანქანები თუ სადგურები მშობლებისთვის თუ ვაჭრობისთვის ადაპტირებული არ არის.

„თუ ჩვენ ყურადღებას ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების პოლიტიკაზე ვამახვილებთ და ხალხი მხოლოდ ჰიბრიდებს ან ელექტრომანქანებს ყიდულობს, მაშინ არ არის გასაკვირი, რომ ეს პოლიტიკა ძირითადად მაღალი შემოსავლის მამაკაცებზეა მორგებული. ამიტომ ინვესტიცია ისეთ პოლიტიკაში უნდა ჩავდოთ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ,
თუ როგორ გადაადგილდებიან მამაკაცები და ქალები; გადაადგილების რა საშუალებებს იყენებენ ისინი, ვინც მდიდრულ რაიონში არ ცხოვრობს“, – ამბობს ევროპის გარემოსდაცვის ბიუროს წარმომადგენელი პატრიცია ჰაიდეგერი.

მისი თქმით ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ტრანსპორტით თანაბრად სარგებლობდნენ.

თუმცა ეს უთანასწორობა ტრანსპორტის სექტორს სცდება. ევროპის გარემოს დაცვის ბიურო საუბრობს ეკოლოგიურ დისკრიმინაციაზე.

პატრიცია ჰაიდეგერი ამბობს, რომ ბოშათა თემები ძირითადად განცალკევებულ დასახლებებში ცხოვრობენ, სადაც არაჯანსაღი გარემო, ქიმიურად დაბინძურებული ჰაერია და სადაც გარემოს დაცვას ყურადღებას არ აქცევენ.

მისი თქმით მათ არ მიეწოდებათ სუფთა წყალი და არ მუშაობს ნარჩენების შეგროვების სისტემა.

ევროპული მწვანე შეთანხმება ასეთი დისკრიმინაციების შემცირების შესაძლებლობაა. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებას მიაჩნია, რომ ეს ერთიანი პროექტი საკმარისად არ აგვარებს თანასწორობის საკითხს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend