მთავარი ევროპა საფრანგეთი პარიზში დევიდ ბოუის გამოფენა მოეწყო

პარიზში დევიდ ბოუის გამოფენა მოეწყო

პარიზში დევიდ ბოუის გამოფენა გაიმართა. ეს მუსიკოსის გულშემატკივრებისთვის უჩვეულო სანახაობა იყო.

ათასობით იშვიათი ნივთია გამოფენილი იმ სასახლეში, რომელიც 1970-80-იან წლებში ძალიან პოპულარული ადგილი იყო პარიზის ღამის ცხოვრებისთვის.

ყოველი ნივთი პირადი კოლექციებიდანაა. ამ ნივთებს დაუღალავად აგროვებდნენ მისი თაყვანისმცემლები.

შედეგად კი მივიღეთ 50-წლიანი მუსიკალური კარიერის უნიკალური, მრავალფეროვანი და წარმოუდგენელი რელიკვიების ნაზავი, რომელიც ფილმებს, თეატრებსა და ზოგადად ხელოვნებასაც მოიცავს.

 

გამოფენის კურატორებს მიაჩნიათ, რომ დამთვალიერებლებისთვის საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში როგორც მუსიკოსის შემოქმედებითი მხარე, ისევე მისი პირადი ნივთები. გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთები მუსიკალური ინდუსტრიის ცვლილებების პროცესსაც ასახავს.

დევიდ ბოუის შემოქმედების, მუსიკის გაცნობისა და კიდევ სხვა უამრავი ნივთის ნახვის შესაძლებლობა  მსურველებს 31 აგვისტომდე „ტეატრ ლე პალასში“ ექნებათ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend