მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა 1921 წელს გარდაცვლილი ასობით ფერადკანიანი ამერიკელის ხსოვნას პატივი მიაგო

ჯო ბაიდენმა 1921 წელს გარდაცვლილი ასობით ფერადკანიანი ამერიკელის ხსოვნას პატივი მიაგო

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც 1921 წელს ტალსაში რასობრივი ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შემთხვევას იხსენებს.

ჯო ბაიდენი  ფერადკანიანი ამერიკელების  დახოცვიდან მეასე წელს გრინვუდში, ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტალსაში ჩავიდა და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

,,ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ ადგილას მომხდარი მოვლენის შესახებ ძალიან ჩუმად თუ საუბრობდა ვინმე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისტორია დუმს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ მომხდარა. სიბნელეს შეუძლია დიდხანს დაიმალოს, თუმცა მას არ შეუძლია მეხსიერების ამოშლა. ზოგიერთი დანაშაული იმდენად შემზარავი და საშინელია, რომ მათ ვერავინ დამალავს, როგორც არ უნდა ეცადონ ადამიანები. ამ შემთხვევაშიც ასეა. მხოლოდ სიმართლის თქმით შეგვიძლია ამ ტკივილის მოშუშება და სამართლიანობის აღდგენა. მხოლოდ სიმართლით!’’- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

1921 წელს ერთ-ერთმა თეთრკანიანმა ქალმა ფერადკანიანი მამაკაცი თავდასხმაში დაადანაშაულა.

თეთრკანიანმა მოსახლეობამ დაარბია გრინვუდის აფრიკელ ამერიკელთა თემი, დახოცეს 300-მდე ფერადკანიანი, გაანადგურეს მათი სახლები და საწარმოები. თუმცა მამაკაცის ბრალეულობა არ დამტკიცებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend