მთავარიმსოფლიოNATOსაქართველო და უკრაინა NATO-ს სამიტზე არ მიიწვიეს

საქართველო და უკრაინა NATO-ს სამიტზე არ მიიწვიეს

დღეს, 1 ივნისს, NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება.

მინისტრები ბელარუსსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ავღანეთის მომავალზე ისაუბრებენ.

დღევანდელი შეკრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი 14 ივნისს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ- ბინაში ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის რიგით 31 – ე სამიტის მომზადება იქნება.

ივნისში დაგეგმილი NATO-ს სამიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები კი იქნება:

NATO 2030 – ის დღის წესრიგი;

რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკა;

ტერორიზმის საფრთხე;

კიბერუსაფრთხოება;

კლიმატის ცვლილებები;

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღზევება;

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი კი მისი სახელმწიფოს დასავლეთ სამხედრო ოლქში დამატებით 20 სამხედრო შენაერთის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

რუსი სამხედროს განცხადებით დასავლეთის სამხედრო ოლქმა უკვე შეუკვეთა შეიარაღების 2000 – მდე ახალი ერთეული.

NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით სასაუბროდ ჩვენ დღეს მოვიწვიეთ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე.

 
პროფესორთან NATO-ს სამიტთან დაკავშირებით თბილისისა და კიევის შესაძლო მოლოდინებზე და სამიტზე ორი ქვეყნის არმიწვევის შესახებ ვისაუბრეთ.

[br]NATO-ს მომავალი სამიტი ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, პირველი სამიტი და შესაბამისად ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, NATO-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორების შესაძლებლობა.

კრიზისია რუსეთის ფედერაციის დასავლეთ საზღვრებზე, უკრაინასა და ბელარუსში შესაბამისად NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინებია.

საერთაშორისო ამბების მიმოხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend