NATO-ს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ფართო მხარდაჭერის გაგრძელებას.
ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით მნიშვნელოვანია, ასპირანტი ქვეყნები რეფორმების გატარებაზე ფოკუსირდნენ და თავდაცვითი უსაფრთხოების მოდერნიზება შეძლონ, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.