ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
19 ივნისიდან ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტი კვირაში ორჯერ;
26 ივნისიდან ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავი კვირაში ორჯერ;
29 ივნისიდან ვენა-ქუთაისი-ვენა კვირაში ორჯერ.