მთავარიმსოფლიოვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

რუსეთისა და ბელორუსის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს, 28 მაისს ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან და ბელორუსის ინციდენტის შესახებ იმსჯელებენ.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს გააცნობს დეტალებს რუსეთის მოქალაქის სოფია საპეგას დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც ბორტზე ოპოზიციურად განწყობილ ბელორუს ჟურნალისტთან, რომან პროტასევიჩთან ერთად იმყოფებოდა.

პესკოვი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პუტინმა საპეგას რუსეთისთვის გადაცემის საკითხი დააყენოს.

 

„რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი ევროპელმა დიპლომატებმა „სახელმწიფოს მიერ გატაცებად“ და „სახელმწიფო მეკობრეობად“ შეაფასეს.

ევროპამ ბელორუსს საჰაერო საზღვრები ჩაუკეტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend