მთავარი ევროპა იტალია ჩინელები იტალიის ქალაქ პრატოს ტოვებენ

ჩინელები იტალიის ქალაქ პრატოს ტოვებენ

უჩვეულო სანახავია დაკეტილი ჟალუზები და წარწერა „ქირავდება“იტალიის სიდიდით მეორე ჩინურ დასახლებაში.

ეს იმის ნიშანია, რომ იტალიის ქალაქებში დემოგრაფიული ცვლილებები მიმდინარეობს. ფლორენციის ახლოს მდებარე ქალაქი პრატო ცნობილია, როგორც ტანსაცმლის მწარმოებელი უბანი.

ამ უბანში 25 000 ჩინელი ცხოვრობს. ქალაქში ჩინელების მფლობელობაში 6000 საწარმოა. თუმცა 2020 წლიდან ეს ციფრი თანდათან იკლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, როგორც ჩანს, ბევრმა ჩინელმა დატოვა იტალია და სახლში დაბრუნდა.

მარკო ვონგი ქალაქ პრატოს მრჩეველია. მისი განცხადებით, ჩინეთში 80-90-იანი წლების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უფრო მიმზიდველი გახდა საზღვარგარეთ წასვლა. თუმცა ჩინეთმა ასე კარგად რომ შეძლო პანდემიის შეჩერება, ბევრმა ზუსტად ამის გამო გადაწყვიტა სახლში დაბრუნება.

გასულ წელთან შედარებით, სკოლებში ჩინელი მოსწავლეების რაოდენობაც თანდათან მცირდება.

პანდემიისა და დამღლელი  დისტანციური სწავლების გამო ბევრი მშობელი შვილებს უკან ჩინეთში აბრუნებს, რათა მათ სკოლაში სიარული შეძლონ.

როგორც ირკვევა, პრატოში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს.

30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინელთა მოსახლეობა მცირდება. იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, პანდემიის დასრულებამდე ჩინეთში დაბრუნება გადაწყვიტეს.

ბუდისტური ტაძარი, რომელიც პრატოს ცენტრში მდებარეობს, თითქმის ცარიელია.

პრატოს ბუდისტური ტაძრის მდივანი დავიდე ფინიზიო ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით, წელს რელიგიური დღესასწაულების დროს ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოდის.

მაგალითად, 2019 წელს, ჩინური ახალი წლის დღეს, 3000 ადამიანი შეიკრიბა, წელს კი მხოლოდ 20 ადამიანი იყო.

ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ჩინელი ხალხის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების ტენდენცია მუდმივი და საბოლოოა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ნამდვილად შეცვალა დემოგრაფიული ვითარება იტალიის ამ რეგიონში.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend