მთავარისაქართველო"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობის დათვალიერებას აპირებენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობის დათვალიერებას აპირებენ

სოფელ გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე გაათენეს, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

ადგილზე აღმართული ბარიკადების მიღმა კვლავ რჩებიან სამართალდამცავები.

რიონის ხეობაში  ვითარება გუშინ ღამე დაიძაბა. იქ, სადაც პოლიციამ ბარიკადები აღმართა, ერთმანეთს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

 

ინციდენტის დროს 8 აქტივისტი დააკავეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფოც. “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს, 28 მაისს ხეობის დათვალიერებას აპირებენ იმის გასარკვევად შეაჩერა თუ არა კომპანია “ენკამ” სამშენებლო სამუშაოები.

ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება „ნამახვანჰესთან“ მისასვლელი ორივე გზა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელში შესვლის უფლებას მხოლოდ კომპანიის ტექნიკას არ მისცემენ, ხოლო ადგილობრივებისთვის გადაადგილება თავისუფალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend